ფეხბურთი

11:02 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "დასვენება მინდოდა, მაგრამ იტალიის ნაკრებზე უარის თქმა შეუძლებელი იყო"

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია RAI-ს განუცხადა, რომ „ნაპოლიდან“ წასვლა დასვენების მიზნით გადაწყვიტა, მაგრამ იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარის თქმა არ შეეძლო.

„ყველაფერი მოულოდნელად და სწრაფად მოხდა. გადავწყვიტე დამესვენა, მაგრამ გრავინამ დამირეკა, ეროვნულ ნაკრებს კი უარს ვერ ეტყვი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა გასაოცარი პასუხისმგებლობაა, რაც მაიძულებს ვიგრძნო ჩემი საქმის სიმძიმე, მაგრამ სწორედ პასუხისმგებლობა გაგვხდის უკეთესს. „აძურის“ წარმოდგენა ნიშნავს წარმოადგენდე იტალიას, ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთელებს სუპერგმირებად მიიჩნევენ. იტალია არის ისტორია, მას ჰყავდა დიდი ფეხბურთელები და ამიტომ, ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის დებიუტი იტალიის ნაკრებში 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ შედგება, ხოლო 12 სექტემბერს, „სკუადრა აძურა“ მილანში, უკრაინას უმასპინძლებს.

0.117188