იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ, რომელიც „ნაპოლის“ თემებზე მუშაობს, რუდი გარსიას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, კერძოდ, „ლაციოს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე.
როგორც კიარიელომ აღნიშნა, ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილება აბსურდული იყო:
„კვარასთან პრობლემა არსებობს. რატომ არ არის უფრო მეტად ცენტრალიზებული „ნაპოლის“ პროექტში? აქვს თუ არა მას ფიზიკური პრობლემები? ეს არის შეკითხვები, რომლებიც საკუთარ თავს ჩვენ და გარსიამ უნდა დავუსვათ. როდესაც ანგარიში გასათანაბრებელი გაქვს, აბსურდულად მეჩვენება ფეხბურთელის შეცვლა, რომელსაც კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა აქვს“, - აღნიშნა კიარიელომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ნაპოლი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.