„სპეციაში“ ივა გელაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც „კომოსთან“ მატჩში (0:1) პირველი ტაიმი ითამაშა. შეხვედრის შემდეგ ლიგურიელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ქართველის შესახებ ისაუბრა.
„თქვენ ნახავთ დაცვას, რომელიც იმუშავებს. გელაშვილმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლოს კარგად არ იყო და ამიტომ შევცვალე. მიული და ქართველი თავის წვლილს გუნდში შეიტანენ. ისინი კარგი მოთამაშეები არიან, ცხადია, გარკვეულ მექანიზმებში უნდა შევიდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი მოერგებიან გუნდს და ფუნქციონალური იქნებიან. დღეს ბოდიშს გიხდით, ცუდი პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ ოთხშაბათს წაგებულმა მატჩმა იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბალანსებულ „სპეციას“ იხილავთ“, - განაცხადა ალვინიმ.
შეგახსენებთ, „სპეციას“ სამ თამაშში მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 სექტემბერს, „ვენეციას“ სტუმრად შეხვდება.