ფეხბურთი

22:30 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციაში" ივა გელაშვილის დებიუტი შედგა, ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა

იტალიურ „სპეციაში“ ივა გელაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მცველმა „კომოსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

თუმცა, ივამ მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა, შესვენებაზე მასიმილიანო ალვინიმ მის ნაცვლად თამაშში თავდამსხმელი ჩართო, რითაც შეტევა გააძლიერა, რადგან „სპეცია“ მარცხდებოდა (0:1). ამ სვლამ ვერ გაამართლა, ლიგურიელებმა მაინც წააგეს - 0:1. „სპეციას“ სამ თამაშში მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 სექტემბერს, „ვენეციას“ სტუმრად შეხვდება.

„კრემონეზემ“ გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში გაუშვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. ლუკა ლოჩოშვილმა ზედიზედ მეორედ ითამაშა შეუცვლელად, მან 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრემონეზე“ 5 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 სექტემბერს, „რეჯანას“ ესტუმრება.

0.117899