ფეხბურთი

20:15 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" თუ საუდის არაბეთი? სერხიო რამოსმა არჩევანი უნდა გააკეთოს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი ჯერ კიდევ უკლუბოდაა, მაგრამ გადაწყვეტილება უახლოეს ხანში უნდა მიიღოს.

სერხიო თავისუფალი აგენტია და კლუბში გადასვლა შეუძლია. მას ორი არჩევანი აქვს: მშობლიური „სევილია“ ან „ალ-იტიჰადი“.

როგორც ცნობილი გახდა, არაბები რამოსს ორწლინ კონტრაქტს სთავაზობენ და მას სამედიცინო შემოწმებაც ჩაუნიშნეს, მაგრამ ბოლო საათებში საქმეში „სევილია“ ჩაერთო, რომელიც რამოსს დაბრუნებას სთავაზობს. ესპანელს სამშობლოში დარჩენა სურს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია, ანდალუსიელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვათა შორის, ესპანელის დამატება თურქულ გუნდებს, "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშსაც" სურთ.

რამოსმა კარიერა სწორედ „სევილიაში“ დაიწყო, ხოლო 2005 წელს მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ბოლო ორი სეზონი მან პსჟ-ში გაატარა, რომელიც ზაფხულში დატოვა. აქვე ვთქვათ, რომ „ალ-იტიჰადში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი კარიმ ბენზემა თამაშობს.

0.116713