ფეხბურთი

16:32 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: "გარსიასთვის კვარა ჩვეულებრივი ფეხბურთელია, მის გარეშე კი "ნაპოლი" გაქრა"

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალა და რომაული გაზეთი წერს, რომ სწორედ კვარას გასვლის შემდეგ „ნაპოლი“ თამაშიდან სრულებით გაუჩინარდა.

„კი, მაგრამ კვარა? „ლაციო“ თავისუფლად იწყებს ბურთის კონტროლს, სარგებლობს „ნაპოლის“ პრობლემებით, რომელიც ვეღარ იყენებს ლობოტკას და შემდეგ იმასაც მიხვდნენ, რომ გარსიასთვის კვარა „ჩვეულებრივი“ ფეხბურთელია: ის მოედნიდან გადის, რასპადორი შედის და სარის გუნდი თამაშს აკონტროლებს. „ლაციომ“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ეს ყველაფერი 5-წუთიან ინტერვალში. კვარაცხელიას გასვლის შემდეგ „ნაპოლი“ თამაშში აღარ იყო, სრულიად გაუჩინარდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ნაპოლი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

0.119348