ფეხბურთი

14:15 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის ფანტასტიკური გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის K ლიგის 29-ე ტურში ბექა მიქელთაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა კორეაში სადებიუტო გოლი „ულსან ჰიუნდაის“ გაუტანა, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.

„გვანჯუმ“ „ულსანს“ სტუმრად 2:0 აჯობა, ბექამ კი 55-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან გოლი გაიტანა, სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული. ეს მის მეექვსე მატჩში პირველი გოლია სამხრეთკორეაში.

მიქელთაძემ 70 წუთი ითამაშა, ყაზაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო.

„ულსან ჰიუნდაი“ 61 ქულით ლიდერია და 16 სექტემბერს, „დაეჯონს“ შეხვდება, ხოლო „გვანჯუს“ 45 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს, „სეულს’ დაუპირისპირდება.

0.116061