ჭიდაობა

12:48 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ქართველების რეიტინგი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, თავისუფალ ჭიდაობაში საუკეთო რვა მოჭიდავის რეიტინგები გამოაქვეყნა.

მსოფლიო ჩემპიონატს წონის ლიდერის რანგში მირიან მაისურაძე (92 კგ) შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 9 ქართველი მოჭიდავეა საუკეთესო 8-ში განთესილი და ასპარეზობას პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებს.

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წონის მეორე ნომერია და იგი მხოლოდ მის პრინციპულ მეტოქეს ტაჰა აკგულს ჩამორჩება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) წონის მერვე ნომერია, შოთა ფარტენაძე (61 კგ) მესამეა, მეშვიდე ნომრადაა განთესილი ედემ ბოლქვაძე (65 კგ), წონის მეოთხე ნომერია გიორგი ელბაქიძე (70 კგ), მეორე ნომერია ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), მერვე ნომრად იქნება განთესილი ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) კი წონის მესამე ნომერია.

0.115398