ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, მუშაობისადმი საკუთარ მიდგომაზე ისაუბრა და გაამხილა თავისი წარმატების საიდუმლო. ის საფეხბურთო ტრანსფერების ამბებს აშუქებს და სჯერა, რომ წარმატების მისაღწევად, საკუთარი საქმით გატაცებული უნდა იყოთ.
„მილანში გადავედი და ყოველწლიურად სატრანსფერო ფანჯრებისას, დღეში ექვსიდან შვიდ საათამდე გზაში ვატარებდი. ახლაც ასეა. ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ შევარჩიო სასტუმროები ან რესტორნები, სადაც ვხვდები აგენტებს, კლუბების პრეზიდენტებს ან მოთამაშეებს. ასე შევქმენი ჩემი ქსელი. ეს არის მთელი ისტორია.
წარმატების ერთადერთი გზა არის შენი იდეით იყო შეპყრობილი. ეს ყოველდღე უნდა აკეთოთ.“ - განაცხადა რომანომ The Rest Is Football-ის პოდკასტზე.
30 წლის რომანო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ციტირებადი ინსაიდერია. ინსაიდერებს ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც სამსახურებრივი მდგომარეობის წყალობით საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა გააჩნიათ. ამიტომ რომანოს მიერ ტვიტერზე დაწერილი მცირე სატრანსფერო ინფორმაცია, როგორც წესი, სიმართლეა ხოლმე.