ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ უგოლო სერია შეწყვიტა, მაგრამ ისევ ვერ მოიგო.
ვალერიან ისმაილის გუნდი სტუმრად „ქოვენთრის“ უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა - 3:3. „უოტფორდი“ სამჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობას ვერც ერთხელ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა.
გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.
„უოტფორდი“ ხუთ ტურში მოპოვებული 5 ქულით მხოლოდ მე-18 ადგილზეა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მომდევნო ტურში კი 16 სექტემბერს, „ბირმინგემს“ უმასპინძლებს.