ფეხბურთი

19:20 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩი: "რუსი ბიჭი (საზონოვი) ჯიჯის ტრავმის გამო დავიმატეთ, მას შეუძლია განვითარება"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ჯენოასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბა საზონოვზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, საბა ტურინელებმა კოფი ჯიჯის ტრავმის გამო დაიმატეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ იურიჩმა საზონოვი მოიხსენია, როგორიც რუსი ფეხბურთელი...

„რუსი ბიჭი მოვიდა, მას ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშია, მისი ტრანსფერი კოფი ჯიჯის ოპერაციასაც უკავშირდება, რომელიც 2 თვე ან მეტი ხანი ვერ დაგვეხმარება. მას განსხვავებული თვისებები აქვს, მაგრამ ახალგაზრდაა და ვნახოთ, როგორი ფეხბურთელი იქნება“, - თქვა იურიჩმა.

ხორვატმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ „ჯენოას“ წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველი ითამაშებს, მაგრამ საზონოვი მათ შორის არაა - ალესანდრო ბონჯორნო, პერ სხურსი და რიკარდო როდრიგესი.

0.12125