ფეხბურთი

13:14 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ გრინვუდი ლა ლიგაში ითამაშებს

ესპანურმა „ხეტაფემ“ მეისონ გრინვუდი დაიმატა. ნიჭიერი ინგლისელი ესპანელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

ამრიგად, 21 წლის შემტევი ფეხბურთს წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ უბრუნდება.

მეისონ გრინვუდს „მანჩესტერში“ 129 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, თუმცა სექსუალური სკანდალის გამო ის ციხეშიც იყო, ინგლისურმა კლუბმა კი ის გუნდს ჩამოაშორა.

0.114048