ფეხბურთი

12:20 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ რანდალ კოლო მუანი 90 მილიონ ევროდ დაიმატა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ რანდალ კოლო მუანი დიამატა. ფრანგმა ფორვარდმა პარიზელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პსჟ-ს გასულ ზაფხულს ბოლო ტრანსფერი 90 მილიონი ევრო დაუჯდა. ამრიგად, პარიზულმა კლუბმა თავდამსხმელის პოზიცია საგრძნობლად გააძლიერა, რადგან მანამდე „ბენფიკადან“ გონსალო რამოშიც დაიმატა.

24 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ნანტში“ დაიწყო, ასევე იყო „ბულონში“, ხოლო 2022 წლიდან „აინტრახტში“ გამოდიოდა, სადაც 50 მატჩში 26 გოლი გაიტანა. კოლო მუანის საფრანგეთის ნაკრებში 9 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.057494