მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინგლისელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
27 წლის ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ „ფიორენტინადან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რაც მათ 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. „მანჩესტერს“ ამრაბატის გამოსყიდვა გაისად 25 მილიონ ევროდ შეეძლება.
სოფიან ამრაბატმა კარიერა „უტრეხტში“ დაიწყო, შემდეგ „ფეიენოორდში“, „ბრიუგესა“ და „ვერონაში“ ითამაშა, ხოლო 2020 წლიდან „ფიორენტინას“ ღირსება 107 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. მაროკოს ნაკრებში მას 49-ჯერ აქვს ნათამაშები.
აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანელი მცველის, სერხიო რეგილონის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა.