„ნაპოლი“ ირვინგ ლოზანომ დატოვა, რომელიც კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს. მექსიკელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 27-ნომრიანი მაისური მოირგო.
ლოზანო „ნაპოლიში“ 2019 წელს სწორედ პსვ-დან გადავიდა 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მისი დაბრუნება კი ნიდერლანდელებმა 15 მილიონ ევროდ მოახერხეს.
ირვინგ ლოზანო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 155 მატჩში თავი 30 გოლით და 15 საგოლე პასით გამოიჩინა. მექსიკელი პსვ-ში 2017-2019 წლებში ირჯებოდა და 79 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.