„ლივერპულმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ რაიან გრავენბერხი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიდერლანდელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 45 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. რაიანი „წითლებში“ 38-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გრავენბერხი „აიაქსის“ აღზრდილია, სადაც 103 მატჩში 12 გოლი გაიტანა, „ბაიერნში“ კი მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, რომლის ღირსებას 34-ჯერ დაიცვა და თავი ერთხელ გამოიჩინა.