ფეხბურთი

1:04 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" სამიდან სამი, "რომას" სეზონის კატასტროფული სტარტი

იტალიის სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში „მილანი“ „რომას“ ესტუმრა და საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სტეფანო პიოლის გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, თანაც დამაჯერებლად თამაშობს. მატჩის დასაწყისში ოლივიე ჟირუმ პენალტით გახსნა ანგარიში, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე რაფაელ ლეაუმ მეორე გოლი მიაყოლა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლეონარდო სპინაცოლამ გაქვითა ერთი ბურთი, მაგრამ „რომამ“ მეტი ვერ შეძლო.

„მილანს“ სამ ტურში 9 ქულა აქვს და ლიდერია. „როსონერის“ მართლაც იდეალური სტარტი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით, „რომაზე“. ჟოზე მოურინიოს გუნდს სამ ტურის თავზე ერთადერთი ქულა აქვს და სეზონი კატასტროფულად დაიწყო. სხვათა შორის, „რომაში“ რომელუ ლუკაკუს დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

დღესვე, მესამე ტური „სასუოლოს“ გამარჯვებით დაიწყო, რომელმაც აქამდე უდანაკარგო „ვერონა“ 3:1 დაამარცხა.

„რომა“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჟირუ (9, პენ), 0:2 ლეაუ (48), 1:2 სპინაცოლა (90)

0.118062