ფეხბურთი

22:20 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტის პირველი სია: იტალიის ნაკრებში მან 29 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს პირველი განაცხადია, რომელიც მან „სკუადრა აძურაში“ შეადგინა.

64 წლის სპეციალისტის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ნიკოლო კაზელე (ლაციო), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი), ჩირო იმობილე (ლაციო), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა)

იტალიის ნაკრები 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, ხოლო 12 სექტემბერს, მილანში, უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.126471