მილანის „ინტერმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ დავი კლაასენი დაიმატა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კლაასენმა „ნერაძურისთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის მილანელებმა უფასოდ დაიმატეს.
30 წლის კლაასენი „აიაქსში“ 2011-2017 და 2020-2023 წლებში თამაშობდა. ბოლო სამ სეზონში მან 136 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. ნიდერლანდელს ასევე უთამაშია „ევერტონსა“ და „ვერდერში“, ნიდერლანდების ნაკრებში კი 41 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.