ფეხბურთი

22:51 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონემ" "რეალიდან" და "ბაიერნიდან" ფეხბურთელები ინათხოვრა

იტალიურმა „ფროზინონემ“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ გერმანელი ნახევარმცველი არიონ იბრაჰიმოვიჩი დაიმატა.

17 წლის გერმანელი იტალიელებს იჯარით შეუერთდა. მას „ბაიერნის“ მთავარ გუნდში ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, „ფროზინონემ“ მადრიდის „რეალიდან“ 21 წლის ბრაზილიელი შემტევი რეინიერი ინათხოვრა, ასევე სეზონის ბოლომდე. რეინიერმა კარიერა „ფლამენგოში“ დაიწყო, 2019 წელს კი „რეალში“ გადავიდა, რომლებმაც ის ჯერ „დორტმუნდში“ და მერე „ჟირონაში“ გაანათხოვრეს.

0.130603