ფეხბურთი

21:23 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ანსუ ფატი პრემიერლიგის კლუბში გაანათხოვრა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ანსუ ფატი კარიერას „ბრაიტონში“ გააგრძელებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ანსუ ფატი „ბრაიტონმა“ იჯარით დაიმატა, მაგრამ 20 წლის გარემარბის გამოსყიდვის უფლება „თოლიებს“ არ ექნებათ.

ანსუ ფატის „ბარსელონაში“ დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 112 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. 20 წლის შემტევს ესპანეთის ნაკრებში 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1095