საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს გუნდები საქართველოს ნაკრების ჯგუფში არიან.
სლოვენიელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, თუმცა, შემდეგ ავსტრალია უკეთ ათამაშდა, რომელმაც ბოლო მეოთხედის წინ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. თუმცა, გადამწყვეტ მეოთხედში სლოვენია ისევ უკეთესი და იყო საბოლოოდ, 91:80 მოიგო. ლუკა დონჩიჩმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. სლოვენიის ამ გამარჯვებით საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. მეოთხედფინალის საგზური გერმანიამ და სლოვენიამ უკვე მოიპოვეს.
სხვა მატჩებიდან უდავოდ აღსანიშნავია იტალიის ნაკრების მოგება სერბეთთან ძალზე დრამატულ ბრძოლაში, 78:76. იტალიელებმა ამ მოგებით ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გაიჩინეს. ამერიკის ნაკრებმა მონტენეგროს 85:73 აჯობა.
დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებმა პუერტო რიკოსთან წააგო 97:102, რითაც მიმდინარე მუნდიალზე პირველად წააგო. ლატვიის ნაკრებმა კი საფრანგეთს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთიც მოაყოლა, რომელიც 74:69 დაამარცხა. ლიეტუვას კი საბერძნეთის ძლევა არ გასჭირვებია - 92:67. ამავე ჯგუფში ბრაზილიამ კანადას მოუგო და ბოლო ტურის წინ ძალიან საინტერესო ვითარებაც შეიქმნა.
მეოთხედფინალის საგზური სლოვენიამ, გერმანიამ, აშშ-მ და ლიეტუვამ უკვე მოიპოვეს, ორ ჯგუფში კი ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
I ჯგუფი
1. | სერბეთი | 4 | 3 | 1 | 390 | 301 | 89 | 7 |
2. | დომინიკის რესპუბლიკა | 4 | 3 | 1 | 346 | 332 | 14 | 7 |
3. | იტალია | 4 | 3 | 1 | 331 | 313 | 18 | 7 |
4. | პუერტო რიკო | 4 | 3 | 1 | 387 | 376 | 11 | 7 |
J ჯგუფი
1. | აშშ | 4 | 4 | 0 | 403 | 288 | 115 | 8 |
2. | ლიეტუვა | 4 | 4 | 0 | 372 | 271 | 101 | 8 |
3. | მონტენეგრო | 4 | 2 | 2 | 324 | 321 | 3 | 6 |
4. | საბერძნეთი | 4 | 2 | 2 | 323 | 346 | -23 | 6 |
K ჯგუფი
1. | გერმანია | 4 | 4 | 0 | 367 | 293 | 74 | 8 |
2. | სლოვენია | 4 | 4 | 0 | 371 | 309 | 62 | 8 |
3. | ავსტრალია | 4 | 2 | 2 | 369 | 337 | 32 | 6 |
4. | საქართველო | 4 | 2 | 2 | 295 | 307 | -12 | 6 |
L ჯგუფი
1. | კანადა | 4 | 3 | 1 | 389 | 282 | 107 | 7 |
2. | ესპანეთი | 4 | 3 | 1 | 344 | 281 | 63 | 7 |
3. | ბრაზილია | 4 | 3 | 1 | 336 | 297 | 39 | 7 |
4. | ლატვია | 4 | 3 | 1 | 346 | 326 | 20 | 7 |