ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტიდან“ კოულ პალმერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„არისტოკრატებმა“ 21 წლის ფეხბურთელში 47 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას 7-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
კოულ პალმერი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2021 წლიდან 41 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორჯერ თავი მიმდინარე სეზონში გამოიჩინა, ინგლისისა და ევროპის სუპერთასების ფინალებში.