მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, წონების მიხედვით, საუკეთესო რვა მოჭიდავეთა რეიტინგები გამოაქვეყნა.
ქართველთაგან მსოფლიო ჩემპიონატს წონის ლიდერის რანგში - ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი(67 კგ) შეხვდებიან.
წონის მეორე ნომერია ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რომელიც მხოლოდ ელდანიზ აზიზლის ჩამორჩება. მეშვიდე ნომრად იქნება მსოფლიოზე განთესილი რამაზ ზოიძე (72 კგ); იური ლომაძე (77 კგ) წონის მერვე ნომერია; ,მეორე ნომრადაა განთესილი გელა ბოლქვაძე (82 კგ); წონის მეოთხე ნომერი იქნება იაკობ ქაჯაია (130 კგ).
განთესილი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატს პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ბელგრადში გაიმართება.