ზაგრებში, კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 64 ქვეყნის 576 წარმომადგენელს შორის საქართველოს ნაკრებიც იყო წარმოდგენილი. ჩვენმა გუნდმა 8 წონითი კატეგორიიდან 6-ში საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.
მერაბ სამადაშვილს (55 კგ) და ცოტნე ბახტაძეს (73 კგ) ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ - გადამწყვეტ შეხვედრებში ყაზახ და იტალიელ მოწინააღმდეგეებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეულნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ), გიორგი გივიშვილმა (66 კგ), გიორგი ბენდელიანმა (81 კგ) და შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ).
საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მე-9 ადგილი დაიკავა.
GEONOC.ORG.GE