ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, ამრიგად, ქართველი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებს. გარდა ამისა, ჯგუფში არიან პორტუგალიური „ბრაგა“ და გერმანული „უნიონ ბერლინი“.
ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარი“ ჯგუფში „ბარსელონას“, „პორტუს“ და „ანტვერპენს“ დაუპირისპირდება, ხოლო დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენის“ მეტოქეები „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „გალათასარაი“ იქნებიან.
განსაკუთრებით გამორჩეულია F ჯგუფი, სადაც "პარი სენ-ჟერმენი", "დორტმუნდი", "მილანი" და "ნიუკასლ იუნაიტედი" მოხვდნენ. ყველა ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
„ბაიერნი“ (გერმანია)
„მანჩესტერი“ (ინგლისი)
„კოპენჰაგენი“ (დანია)
„გალათასარაი“ (თურქეთი)
B ჯგუფი
„სევილია“ (ესპანეთიი)
„არსენალი“ (ინგლისი)
პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
„ლანსი“ (საფრანგეთი)
C ჯგუფი
„ნაპოლი“ (იტალია)
„რეალი“ (ესპანეთი)
„ბრაგა“ (პორტუგალია)
„უნიონ ბერლინი“ (გერმანია)
D ჯგუფი
„ბენფიკა“ (პორტუგალია)
„ინტერი“ (იტალია)
„ზალცბურგი“ (ავსტრია)
„სოსიედადი“ (ესპანეთი)
E ჯგუფი
„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)
„ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ლაციო“ (იტალია)
„სელტიკი“ (შოტლანდია)
F ჯგუფი
„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
„დორტმუნდი“ (გერმანია)
„მილანი“ (იტალია)
„ნიუკასლი“ (ინგლისი)
G ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„ლაიფციგი“ (გერმანია)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„იანგ ბოისი“ (შვეიცარია)
H ჯგუფი
„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„პორტუ“ (პორტუგალია)
„შახტარი“ (უკრაინა)
„ანტვერპენი“ (ბელგია)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 19-20 სექტემბერს დაიწყება და 12-13 დეკემბერს დასრულდება. კალენდარი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
I ტური
19-20 სექტემბერი
II ტური
3-4 ოქტომბერი
III ტური
24-25 ოქტომბერი
IV ტური
7-8 ნოემბერი
V ტური
28-29 ნოემბერი
VI ტური
12-13 დეკემბერი