„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ ხვიჩა კვარაცხელიასა და პიოტრ ჟიელინსკიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოლონელი ყველასგან გამორჩეულია, კვარასნაირი ფეხბურთელები კი, ცოტანი არიან.
„კვარაცხელია ფენომენალური თავდამსხმელია, როგორებიც ირგვლივ ძალიან ცოტანი არიან. თუმცა, თითქმის არავის აქვს ჟიელინსკის კლასი და თამაშის ალღო. ის ნამდვილად ტოპმოთამაშეა, ჟიელინსკი ჩემი სუსტი წერტილია, მას აბსოლუტური ხარისხი აქვს, ეს ვარჯიშზე ჩანს, ის ქმნის თამაშს, გოლის და საგოლე პასების მიუხედავად“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" სეზონის საწყისი ორი მატჩი მოიგო, სერია A-ს მესამე ტურში კი, 2 სექტემბერს, "ლაციოს" უმასპინძლებს.