ფეხბურთი

18:57 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინო" დუვან საპატას იმატებს, საზონოვის კონკურენტმა გუნდის დატოვებაზე უარი თქვა

„ტორინოში“, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი გადავიდა, სიახლეებია.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბერგამოს „ატალანტას“ გამოცდილ ფორვარდ დუვან საპატას გაიფორმებენ. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე ბერგამოელები 7 მილიონ ევროს და პლუს 3 მილიონს ბონუსად მიიღებენ.

საპატა „ტოროსთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, „ტორინო“ „ატალანტადან“ ფრანგ მარჯვენა ნახევარმცველს, ბრენდონ სოპის დაიმატებს. ორივე ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

სამაგიეროდ, „ტორინოს“ არ დატოვებს ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რაც თითქოს გადაწყვეტილი იყო. თუმცა, 24 წლის ფეხბურთელმა, „ატალანტაში“ გადასვლაზე უარი თვითონ თქვა და ტრანსფერი დაბლოკა. ის „ტორინოს“ ქომაგია და სურს საყვარელ გუნდში ითამაშოს. ბონჯორნო ტურინელთა ვიცე-კაპიტანია და შეიძლება ითქვას, რომ საბა საზონოვს ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა სავარაუდოდ, მასთან მოუწევს.

0.114882