„ტორინომ“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველ, საბა საზონოვს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გუფორმა - გვამცნობს იტალიური კლუბის ვებ-გვერდი.
„ტორინო“ „დინამოს“ საზონოვის ტრანსფერში 2,5 მილიონ ევროს და დამატებით 250 000 ბონუსს გადაუხდის. ასევე აღინიშნა, რომ მოსკოვური კლუბი 21 წლის ქართველის შემდგომი გაყიდვის 15 პროცენტს მიიღებს. ის ტურინულ გუნდში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საზონოვი „დინამოში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ჯამში, „ლურჯ-თეთრების“ შემადგენლობაში ფეხბურთელმა 44 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების მაისურა საბამ ორჯერ მოირგო.
ამ დროისთვის „ტორინო“ სერია A-ში მე-16 ადგილზეა, გუნდმა 2 ტურში 1 ქულა დააგროვა.