12:49 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბიალესის სკანდალს უეფას პრეზიდენტი გამოეხმაურა

უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის ესპანელი ფეხბურთელის ჯენი ერმოსოს კოცნის ამბავს გამოეხმაურა.

„ჩემი ნებისმიერი კომენტარი ზეწოლის ტოლფასი იქნება. უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რომ ასეთი მოვლენა ესპანეთის ნაკრების გამარჯვებას ჩრდილავს. რაღაც უნდა შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ის, რაც მან გააკეთა, შეუსაბამო გახლდათ. ეს ყველამ ვიცით. ვიმედოვნებ, რომ ის თავად ხვდება, რომ ეს არაეთიკური იყო. ჯერჯერობით ეს საკმარისია, რადგან გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს L'Equipe.

20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ზეიმის დროს რუბიალესმა მოთამაშე ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა.

25 აგვისტოს რუბიალესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. მანამდე მან თქვა, რომ კოცნა ურთიერთშეთანხმებით მოხდა.

რუბიალესის კომენტარის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ თუ ის არ გადადგა, ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებდნენ,

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბიალესის დედამ ინციდენტის შემდეგ შვილზე „ნადირობის“ გამო ეკლესიაში შიმშილობა დაიწყო.

0.113603