ფეხბურთი

11:46 | 31.08.2023 | ნანახია 2251 - ჯერ

ლუის ენრიკე: „ვერატი არასოდეს ითამაშებს ჩემს გუნდში“

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატის უთხრა, რომ მისი იმედი არ აქვს - წერს Le Parisien.

წყაროს ცნობით, ენრიკემ პირადად უთხრა ვერატის, რომ ის არასოდეს ითამაშებს თავის გუნდში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერატი ახლოსაა ყატარის „ალ-არაბიში“ გადასვლასთან. ყატარულმა კლუბმა პსჟ-სთან პრინციპული შეთანხმებას მიაღწია და მზადაა იტალიელ ნახევარმცველში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა ძალაში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.120267