მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი, რეინიერი მალე იტალიურ „ფროზინონეს" იჯარით შეუერთდება - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, შეთანხმება ერთ სეზონზე იქნება გათვლილი და არ ითვალისწინებს გამოსყიდვის ვარიანტს. მხარეები მოლაპარაკებებს ხუთშაბათს, 31 აგვისტოს გამართავენ.
რეინიერ ჟეზუს კარვალიუ მადრიდის რეალმა 2020 წელს „ფლამენგოდან“ 30 მილიონ ევროდ იყიდა.
2022/2023 წლების სეზონში რენიერი იჯარით თამაშობდა „ჟირონაში.“ ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
შგახსენებთ, რომ „ფროზინონეში“ ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე თამაშობს. იქვეა ფოთის „კოლხეთის“ ყოფილი მცველი, 18 წლის კოკა გიუნაშვილიც, რომელიც თავიდან „ჩოჩარელ“ 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.