კილიან მბაპე მზადაა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი მარკო კონტერიო.
წყაროს ცნობით, მხარეები 2026 წლამდე ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ის ასევე მოიცავს კომპენსაციას, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება.
მბაპემ მანამდე განაცხადა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მზად იყო კლუბიდან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას წასულიყო. ამისდაკვალად ის წინასასეზონო მზადებისას ძირითადი შემადგელობიდან მოკვეთეს.. თუმცა მბაპემ მოგვიანებით წასვლა გადაიფიქრა და მოლაპარაკება დაიწყო ფრანგულ კლუბთან.
მბაპეს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მბაპემ მონაწილეობა მიიღო ორ მატჩში და სამი გოლი გაიტანა.