ფეხბურთი

0:43 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის პირველი მატჩი სეზონში, ლუკამ გამარჯვების გოლშიც მიიღო მონაწილეობა

იტალიის სერია B-ს მესამე ტურში „კრემონეზემ“ სტუმრად „ტერნანა“ 1:0 დაამარცხა, ლუკა ლოჩოშვილმა კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

წინა ორ ტურში დავიდე ბალარდინიმ ქართველი თადარიგში დატოვა, კრემონელებმა კი ვერცერთი მატჩი მოიგეს. ამჯერად ლუკამ 90 წუთი ითამაშა, რაც მთავარია, კარგად. „კრემონეზემ“ გოლი არ გაუშვა, ხოლო გატანილ გოლში ლუკას დიდი წვლილი მიუძღვის.

69-ე წუთზე მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი მასიმო კოდამ გამარჯვების და ამ სეზონში კრემონელთა პირველი გოლი გაიტანა. „კრემონეზეს“ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

„სპეციაში“ ივა გელაშვილის დებიუტი გადაიდო. ლიგურიელებმა სტუმრად „კატანძაროსთან“ 0:3 წააგეს. ქართველი პირველად იყო განაცხადში, თუმცა სათადარიგო სკამზე დარჩა. „სპეციას“ მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული და 1 ქულა მოიპოვა, მომდევნო ტურში კი 3 სექტემბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

0.111092