„მილანი“ ახლოსაა „პორტუსა“ და ირანის ნაკრების თავდამსხმელის, მეჰდი ტარემის ტრანსფერთან.
იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელებმა თანხმობა განაცხადეს შეთავაზებულ 15 მილიონ ევროზე და ირანელი „როსონერის“ შეუერთდება, სადაც სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. ტარემი ოლივიე ჟირუს დუბლიორი უნდა იყოს.
მეჰდი ტარემი „პორტუში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 151 შეხვედრაში 80 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შაჰინის“, „ირანჯავანის“, „პერსეპოლისის“, „ალ-გარაფასა“ და „რიუ ავეს“ წევრი იყო.