ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ტრანსფერო ორივე მხარისთვის ძალიან კარგია.
„აიაქსის“ მმართველმა აღნიშნა, რომ ისინი ეძებდნენ ფეხბურთელს, რომელიც დუშან ტადიჩის გოლებსა და საგოლე პასებს კლუბში აანაზღაურებდა.
„აიაქსს“ უწევს გოლების და საგოლე პასების კომპენსირება, რადგან დუშან ტადიჩისა და მოჰამედ კუდუსის წასვლით ბევრი გოლი და საგოლე პასი დავკარგეთ. ამიტომ ვეძებდით ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გოლები გაიტანოს და საგოლე პასებიც გააკეთოს, მოთამაშეს, რომელსაც ტადიჩის მსგავსად შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
ის ცნობილია, როგორც ფორვარდი, მაგრამ თავისი თვისებებით ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, თავის წინა კლუბში, „სერენში“ ხშირად ფლანგზე თამაშობდა. ასევე შეუძლია აკპომისა და ბრობის გვერდით თამაში, ასევე შეუძლია ცრუ თავდამსხმელად თამაში. აქვს თვისებები, რომ ითამაშოს ნახევარდაცვასა და შეტევის ბოლო ხაზში. თუ ის სწორ ადგილზეა, ყოველთვის შეიძლება საშიში იყოს მეტოქის საჯარიმოში.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან „აიაქსში“ გადმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის მიმართ ინტერესი დიდი იყო, საფრანგეთის, იტალიის ტოპ კლუბებს და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებსაც სურდათ, თუმცა მან თავისი კარიერის გაგრძელება „აიაქსში“ ამჯობინა. ეს ჩვენთვის კარგია, მაგრამ ასევე კარგია მისთვის. ის ფაქტი, რომ შარშან საფრანგეთის მეორე დივიზიონში ითამაშა, არაფერს ნიშნავს“, - თქვა მისლინტატმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „მეცმა“ ქართველ ფორვარდში 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 3 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. აღსანიშნავია, რომ "აიაქსს" ორი ფორვარდი ჰყავს ბრაიან ბრობი და ჩუპა აკპომი, ასე რომ, გიორგის შეიძლება თავიდან მაინც, სხვა პოზიციაზე თამაში მოუწიოს.