საბა საზონოვი ტურინშია და „ტორინოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად ცოტა ხანში გახდება.
ქართველი მცველი, სამედიცინო შემოწმებას გადის, რომლის დასრულების შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს, რომელიც 4-წლიანი იქნება. საბას სანაცვლოდ იტალიელები დაახლოებით 3 მილიონ ევროს გაიღებენ.
ამრიგად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში მესამე ქართველი ითამაშებს, ხოლო ზოგადად, იტალიაში - მეხუთე, მათ შორის, სამი ცენტრალური მცველია (საზონოვი, ლოჩოშვილი და გელაშვილი).