ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი მონაწილე შეემატა - „იანგ ბოისი“, „ბრაგა“ და „გალათასარაი“.
შვეიცარიის ჩემპიონმა ჰაიფას „მაკაბის“ შინ იოლად, 3:0 მოუგო, რომელთანაც სტუმრად უგოლო ფრე ჰქონდა ნათამაშები. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამშიც 3:0 აჯობა.
„ბრაგამ“ ათენის „პანათინაიკოსი“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა. პირველი დუელი პორტუგალიაში 2:0 მოიგეს მასპინძლებმა, ხოლო ამჯერად, საბერძნეთში 1:0 იმარჯვეს. „ბრაგას“ ჩემპიონთა ლიგაზე ადრეც უთამაშია, დებიუტანტი არ არის, თუმცა დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაბრუნდა.
„გალათასარაიმ“ ნორვეგიის ჩემპიონი „მიოლდე“ ჯერ სტუმრად 3:2 და ახლა შინ, 2:1 დაამარცხა. გოლები მაურო იკარდიმ და ანხელინომ გაიტანეს. ზოგადად, თურქული გუნდი ძალიან გაძლიერებულია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ დაბრუნდა გასაკვირი არაა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მონაწილეღა დარჩა გასარკვევი, რომლებიც „აეკი“ – „ანტვერპენის“, „კოპენჰაგენი“ – „რაკუვის“ და პსვ ეინდჰოვენი - „რეინჯერსის“ წყვილში გაირკვევა.