ფეხბურთი

0:31 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დილა" დაამარცხა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისმა“ სტუმრად გორის „დილა“ 3:0 დაამარცხა.

ანდრეს კარასკოს გუნდმა მეტოქეს მეორე ტაიმში აჯობა და სამივე გოლი ნაანტრაქტევს გაუტანა. თავი უსმანე კამარამ, გიორგი ხარაიშვილმა და დავით სხირტლაძემ გამოიჩინეს.

„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო გორის „დილას“ 40 ქულა აქვს და მეოთხეა.

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 კამარა (61), 0:2 ხარაიშვილი (88), 0:3 სხირტლაძე (90)

0.122941