„ფროზინონემ“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი კაიო ჟორჟე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კაიო „ფროზინონემ“ ერთწლიანი იჯარით გადაიბირა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. ის მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა „იუვედან“ ბოლო ორ დღეში იჯარით დაიმატა.
კაიო ჟორჟე „იუვემ“ 2021 წელს „სანტოსიდან“ შეიძინა, მაგრამ ბოლო 18 თვე ტრავმის გამო გაუცდა, რის გამოც ფორმის აღდგენა სჭირდება. მან პრესეზონზე ტურინულ გრანდში ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.