საუდი პრო ლიგის მეოთხე ტურში „ალ-ოხდუდმა“ „ალ-ტაავონს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
სოლომონ კვირკველიამ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ისევ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის, მეკარის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, თუმცა, თავისი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა.
„ალ-ოხდუდმა“ სეზონი ცუდად დაიწყო, ერთადერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 სექტემბერს, „ალ-რიადს“ ესტუმრება.