ფეხბურთი

21:59 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილი "სპეციაში" დებიუტის მოლოდინში...

ივა გელაშვილი დებიუტის მოლოდინშია. ქართველი მცველი რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა.

„სპეცია“ სერია B-ს მესამე ტურში „კატანძაროს“ ესტუმრება, ივა კი, გაფართოებულ განაცხადშია. გაირკვა ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილი „სპეციას“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, თუ ლიგურიელები სერია A-ში გადავლენ. „კატანძაროსა“ და „სპეციას“ მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115009