„ნაპოლიმ“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ იესპერ ლინდსტრომი დაიმატა. აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
დანიელმა ფეხბურთელმა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ნეაპოლელებს მისი ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ლინდსტრომი ირვინგ ლოზანოს შეცვლის, რომელიც პსვ ეინდჰოვენში ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მას მარცხენა გარემარბადაც შეუძლია თამაში, სადაც ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
იესპერ ლინდსტრომმა კარიერა „ბრონდბიუში“ დაიწყო, 2021 წლიდან კი, „აინტრახტის“ მაისურით 78 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა. დანიის ნაკრებში მას 10 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.