ფეხბურთი

20:36 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ნასაფმა“ სტუმრად „ტერმეზი“ 2:1 დაამარცხა, ჯაბა ჯიღაურმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და „ნასაფს“ 3 ქულა დარჩა.

„ნასაფი“ 33 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „ბუნიოდკორს“ უმასპინძლებს. ჯაბამ მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

0.110754