გორის „დილას“ ნახევარმცველი ტიერი გეილი ვენის „რაპიდში“ გადავიდა. ავსტრიულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ბარბადოსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „დილამ“ დაახლოებით 800 000 ევრო მიიღო. მან ვენურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
„წარსულში ყოველთვის მძიმე შრომა მიწევდა ყველაფრის მისაღებად. ეს არის ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ტრანსფერი. მოუთმენლად ველოდებით კლუბში ჩემს პირველ საშინაო თამაშს“, - თქვა გეილმა.
ტიერი გეილი „დილაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 48 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მანამდე ის უნგრეთში, „ჰონვედის“ ღირსებას იცავდა.