დღეს, 29 აგვისტოს, კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ფინეთისას 101:75 მოუგო.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო თამაში აჩვენეს მცველებმა ისააკ ბონგამ და დენის შრიოდერმა. ორივემ 15 ქულა მოიპოვა. ფინელეთა შემადგენლობაში ყველაზე ხშირად გერმანელების ოლივიე ნკამხუა აწუხებდა. მას 14 ქულა მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს, ფინელებმა კი ყველა წააგეს.
საინტერესოა, რომ გერმანელები ტურნირის ისტორიაში პირველად გავიდნენ მეორე ეტაპზე წაუგებლად.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირს სამი ქვეყანა - ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები მასპინძლობს.