Get French Football News-ის ცნობით, ბელგიელი თავდამსხმელი, ედენ აზარი, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს.
წყაროს ცნობით, აზარს რამდენიმე კლუბიდან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ფეხბურთელმა ყველა მათგანი უარყო.
აზარი მადრიდის „რეალში" 2019 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „ჩელსისა“ და „ლილში“ ირჯებოდა. ედენმა „სამეფო კლუბის“ მაისურით 76 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აზარი მადრიდის „რეალთან“ ერთად ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2019/2020, 2021/2022), 2022/2023 წლებში მოიგო ესპანეთის თასი და ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი (2019/2020, 2021/2022). ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების გამარჯვებულია.