არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მაიამის „ინტერის“ ახალწვეულის, ლიონელ მესის თამაშზე ისაუბრა.
„მესი მწყობრშია, მას ბედნიერს და გახარებულს ვხედავ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოედანზე მისი ყოფნა უკვე რაღაც არაჩვეულებრივია. მესის თანაგუნდელები და მეტოქეები - ყველა, ლიონელთან ერთად, რაღაც განსაკუთრებულს ქმნიან აშშ-ში. ნახეთ რა შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა მაიამიში. მესის ჯერ კიდევ შეუძლია განაგრძოს მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება.“ - ციტირებს სკალონის სიტყვებს არგენტინის ნაკრების პრესსამსახური.
მიმდინარე სეზონში მესიმ მაიამის „ინტერში“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.