„სპეციას“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ივა გელაშვილის შესახებ ისაუბრა. „კატანძაროსთან“ მატჩის წინ მას ქართველ მცველზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ძალიან მოკლე პასუხი გასცა.
„გელაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვენდობი მას, ვინც გუნდში მოიყვანა“, - აღნიშნა ალვინიმ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი „სპეციას“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. ლიგურიელები 30 აგვისტოს, სერია B-ს მეორე ტურში „კატანძაროს“ ესტუმრებიან.