ფეხბურთი

0:38 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემა დაშავდა, "ალ-იტიჰადმა" იოლად მოიგო

„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ტრავმა მიიღო.

ფრანგი ფეხბურთელი „ალ-ვეჰდასთან“ პირველივე ტაიმში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ვეტერანი ფორვარდის დაზიანება.

ბენზემამ საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ალ-იტიჰადმა“ „ალ-ვეჰდა“ 3:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114948